ლამაზად შემოპარებული ლოქდაუნი – ასე აფასებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შეზღუდვებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას.
მათი შეფასებით, პანდემიის წინააღმდეგ ერთადერთი საბრძოლო იარაღი ვაქცინაა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს და ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას მარტივად – ჩაკეტვებით ცდილობს.
“არსებული დასვენებები არის ლამაზად შემოპარებული ლოქდაუნი. ძალიან მარტივი გზით ებრძვის პანდემიას, ეს არის პერიოდული ლოქდაუნები და კომენდანტის საათი, მთავარი საბრძოლო იარაღი, რაც კოვიდის წინააღმდეგაა, ეს არის ვაქცინა და სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი რეალურად არ მიმდინარეობს “,-თქვა სოფო ჯაფარიძემ.
ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ასევე არ გამორიცხავს, რომ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები 11 მაისის შემდეგაც გაახანგრძლივოს, რაც ჩამოშლილ ეკონომიკას კიდევ უფრო დაუმძიმებს მდგომარეობას.