12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება კი არ იზღუდება.
მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებადაა გამოცხადებული.
“იმედინიუსი”