როგორც პოლიტიკური პრაქტიკა აჩვენებს, დაპირისპირებისა და ომების პირობებშიც კი, ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის არეალის დატოვება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნებს შორის მინიმუმ მინიმალური სახელმწიფო გონივრულობა მაინც არსებობს.
რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს მაგალითზე, საქართველოსთვის ოკუპაციაზე დიდ საფრთხეს ის ისტერიული რუსოფობია წარმოადგენს რომელიც აფერხებს როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ისე ანგრევს ქართულ ეკონომიკას.
სანამ ისტერიულ რუსოფობიას წარსულს არ ჩავაბარებთ და არ გავაანალიზებთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვში დევს და რეალური ნაბიჯების გადადგმას არ დავიწყებთ, ჩვენს ბირთვულ მეზობელთან ურთიერთობების დალაგებისთვის, მანამდე ვერც საშინაო პოლიტიკას დავალაგებთ და ვერც რეალურ პროგრესს ვერ ვიგრძნობთ, როგორც სოციალური ისე სხვა მიმართულებით.
სახელმწოფოს შიგნით წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისები რასაც ჯაჭვური რეაქციით მოყვება სოციალური ფონის გაუარესება, მთლიანად მართულია ევროპის და ამერიკის პოლოტიკური ელიტის მიერ, რომელსაც საქართველო და უკრაინა მხოლოდ რუსეთის საზღვართან “ნატოს” და ამერიკის სამხედრო გავლენის გასაზრდელად და დესტაბილიზაციის ზონების შესაქმნელად ჭირდებათ.
მგოვწონს თუ არა და გვინდა თუ არა სახელმწიფოს ინტერესების და რეგიონის უსაფრთხოებისთვის ადრე თუ გვიან მოგვიწევს მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და რეგიონის სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ირაკლი ჯანყარაშვილი