ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

წყნარი ოკეანის თავზე, თვითმფრინავში ქალმა იმშობიარა – როგორც “ბიზნეს ინსაიდერი” წერს, ავიაკომპანია “დელტას” თვითმფრინავი ჰონოლულუს მიმართულებით ასრულებდა რეისს.

 

ვიდეო, სადაც მგზავრების რეაქციები ჩანს, “ტიკ ტოკზე” ერთ-ერთმა მგზავრმა, ჯულია ჰანსენმა გამოაქვეყნა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და უკვე 9 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.

“სანამ ჩვენ წყნარი ოკეანის თავზე მივფრინავთ, ბავშვი იბადება” – დაწერა ჰანსენმა.

მისი თქმით, ჰონოლულუში მეგობართან ერთად მიფრინავდა, როდესაც ბორტგამცილებელმა იკითხა, ხომ არ იყო ბორტზე ექიმი. მოგვიანებით კი პატარა ბავშვის ტირილის ხმა გაისმა.

ჰანსენის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის ბორტგამცილებლის განცხადება, რომ ბავშვი დაიბადა, რასაც მგზავრების ტაში მოჰყვა.

კადრებში ჩანს ახალნამშობიარები ქალიც, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას ჩაფრინდა, ქალი თვითმფრინავიდან ეტლით გაიყვანეს.

 

“რუსთავი2”