როგორი ყალბია, ხელოვნურია ქართული პოლიტიკა – ბუტაფორიაა… და როგორ შორს არიან პოლიტიკოსები ხალხის და ქვეყნის რეალური საჭიროებებისგან…- რევაზ კილასონია

როგორი ყალბია, ხელოვნურია ქართული პოლიტიკა..
არარაობაა..
ბუტაფორიაა..
და როგორ შორს არის თითოეული მათგანი, ხალხის და ქვეყნის რეალური საჭიროებებისგან.

როგორი ყალბი “გავლენები” და “პოლიტიკური წონა” აქვს მმართველი პარტიის “ლიდერ” -კობახიძეს,
როგორი ყალბი “სადღეგრძელოები” აქვს პატარა ვაშაძეს,
როგორი ყალბი ლიბერტარიანელია ჯაფარა/გირჩები, (წვრილმანი დანაშაულების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამნერგავი ძალის პროპაგანდისტი, პოლიტსაბჭოს წევრი)
როგორი ყალბი “პროდასავლელია” კგბ-ს თანამშრომელი, ულვაშა ვაშაძე და მგიმოს დიპლომიანი- ხოშტარია,
როგორი სიყალბე იქმნება გახარიას სახით,
როგორი ყალბი გმირია მელია,
როგორი ყალბია ხაზარა, როცა ეკონომიკურ რევოლუციაზე საუბრობს,
როგორი ყალბი “პატრიოტია”, რუსი ოლიგარქის პრესსპიკერი მარქარა,
როგორი ყალბი ქველმოქმედი აღმოჩნდა ბიძინა,
როგორი ყალბია მიშა, ზოგადად ყალბია..
სრულიად პოლიტიკური სპექტრია ყალბი..
ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, ხლახის ხმა, გასაჭირი და რეალური პრობლემები, ისმის მხოლოდ რიონის ხეობიდან..
როგორმე, რიონიდან მომავალი ხალხის ხმა ისე უნდა გავაღვივოთ, რომ ყველანაირი სიყალბე, ხელოვნურობა და ბუტაფორია ჩაახშოს და გადათელოს სამუდამოდ!!!
ეს პროცესი 9 მაისს უნდა დაიწყოს.
23 მაისი კი მისი კულმინაცია უნდა იყოს!

რევაზ კილასონია; საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;