სასაფლაოზე დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ქუთაისში დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. ნიკა ნარსიას პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი გუშინ სასაფლაოზე დააკავეს. ნიკა ნარსია მამის საფლავზე გასვლას ცდილობდა, რის გამოც მას დაპირისპირება სამართალდამცველებთან მოუვიდა. დაკავების შემდეგ ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ნარსიას დაკავება დღის ბოლოს სამხარეო პოლიციასთან მხარდამჭერებმა გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, მათ მიზანმიმართულად დაარღვიეს კიდევ ერთხელ ე.წ. კომენდანტის საათი, რომელსაც მიუღებლად თვლიან.

“ჩვენ, მოძრაობა “საქართველოსთვის” ყველა წევრმა დავარღვიეთ ეს რეგულაცია, მიზანმიმართულად არ ვემორჩილებით, იმიტომ, რომ ეს არაფერ კავშირში არ არის ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებთან, ეს არის ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა ცალსახად,”-აცხადებს გიორგი მუმლაძე.

 

“რუსთავი2′