“აღარ გვჯერა, რომ როგორც წყვილი, შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ”, – აცხადებენ ბილ და მელინდა გეიტსები, რომლებმაც განაცხადეს, რომ 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს.
მათ ერთნაირი და მოულოდნელი მესიჯი გამოაქვეყნეს ტვიტერზე, სადაც გაყრის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერენ.
ბილ გეიტსი მაიკროსიფტის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მან მელინდასთან ერთად დაარსა ფონდი, რომელსაც ერთად მართავენ. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი ერთერთი უდიდესია, რომელიც ჯანდაცვის და დაავადებების პრევენციის მიმართულებით მუშაობს. ფონდმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონობით დოლარი გამოყო.
ორშაბათს, განქორწინების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში წყვილი წერს, რომ ისინი კვლავ ერთად გააგრძელებენ ფონდის მართვას.
“ნეტგაზეთი”