კოვიდ-პასპორტის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია – ამირან გამყრელიძე

კოვიდ-პასპორტის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“კოვიდ-პასპორტზე წინასწარი სამუშაო ჩვენთან დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგენთ ამ კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას, თუ როგორ მუშაობს ის. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა გადაწყვეტს” – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: ptn.ge