სოციალურ ქსელში ვრცელდება ირაკლი კობახიძის პერსონისთვის დამახასიათებელი ფოტო – შავი პირბადით და შავ ტანისამოსში გამოწყობილი კობახიძე (შავი ტანსაცმლით, ალბათ, სასულიერო პირებთან სიახლოვეს გამოხატავს) ტაძარში, სააღდგომო წირვაზე გაბღენძილი დგას კელაპტრით ხელში.
“მთელი მადლი ამან შეისუნთქა?” – კითხულობს ფეისბუკ-ჯგუფ “ღამურების ადმინისტრაციის” უსტაბაში. “თმაზე არ წაეკიდოს ცეცხლი” – ირონიით წერს სხვა მომხმარებელი.