“სამ საკითხზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან: პირველი, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე”, მე გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება თუ ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას პარლამენტში. უკეთესი იქნება თუ ვეტოს მექანიზმით დაბრუნდება იგივე ჯარიმის ნიშნულები რაც იყო და რაც ისედაც უსამართლოდ მაღალია” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
‘ამ შემთხვევაში თუ ეს დაბრუნდება იგივე ნიშნულზე, ღიად ვამბობ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერეთ კანონპროექტს, რომელიც გაითვალისწინებს იმას, რომ გაზრდილი ჯარიმები აღარ იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.
მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ იყო ზაზა გახელაძის საკითხი. ჩვენ გუშინ შევხდით მის ოჯახის წევრებს და პრეზიდენტსაც შეხვდნენ ისინი. ვთქვით, რომ იქნებ საპარლამენტო მექანიზმი აქტიურად გამოვიყენოთ, მათ შორის მისი ჩართულებით კონკრეტულად ვიცოდეთ როგორ დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი თანამემამულე.
მესამე საკითხი იყო ამნისტიაში ჩანაწერი ნიკა მელიაზე. ვფიქრობ, აქ თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან და ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ პრეზიდნეტთან, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო.
ჯერ პოზიცია არც ერთ საკითხთან არ დაუფიქსირებია ზურაბიშვილს, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში. ამიტომ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავარეგულიროთ ეს პროცესი და მივიღოთ ის ამნისტიის კანონი, რომლითაც ნიკა მელიას გავათავისუფლებთ.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს, ოღონდ ვეტოს მოყვება ასევე ის ალტერნატიული წინადადები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. ნამდვილად არ ვიცით რა იქნება ალტენატიულ წინადადებებში. ჩემი პოზიცია რა შემთხვევაში დავუჭერ მხარეს ვეტოთი შემოთავაზებულ წინადადებებს არის ის, რომ თუ დაბრუნდება იგივე ნიშნულზე ჯარიმები და ფაქტობრივად, გაუქმდება მისი საჯარიმო სანქციების ზრდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მხარეს დავუჭერთ” – განაცხადა ვაშაძემ.
წყარო: ptn.ge