ლავროვი – რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს დასავლეთის მიერ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ ერევანში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან არა აივაზიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირის წევრების, სხვა დასავლური ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქციების სერია გრძელდება, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ ამგვარ ქმედებებს რუსეთის, მისი ხელმძღვანელობის წარმომადგენლების, რუსეთის პარლამენტის წევრების, ჩვენი კომპანიების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის აზრით, დამნაშავეები არიან მხოლოდ იმაში, რადგან რეგისტრირებილნი არიან ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირმა გადაწყვიტა, აგრესორად გამოაცხადოს“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყარო: ptn.ge