“ლელოს“ ყავს კანდიდატი ყველა საკვანძო თანამდებობისთვის – დავით უსუფაშვილი

“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ლელოს“ თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები ეყოლება.

„ლელომ“ ძალიან მოკლე ვადაში მოახერხა თვითდამკვიდრება პოლიტიკურ სპექტრში და ასევე გააგრძელებს მკაფიო, მოსახლეობისთვის საჭირო და გასაგები ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში. „ლელო“ პოლიტიკაში იბრძვის და შრომობს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

მე შეგახსენებთ, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებს, გარდა ადგილობრივი კარგი ხელისუფლების ფორმირებისა, აქვს სერიოზული დატვირთვა ვადამდელი არჩვენებისთვის ვითარების მოსამწიფებლად. ვადამდელი არჩევნების მომწიფებას სჭირდება საერთო ოპოზიციუირ პროპორციული ხმების მაქსიმალიზაცია.

მე მგონია, რომ პროპორციული ხმების მაქსიმალიზაციისთვის აუცილებელი და სწორია, პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ ამომრჩეველს შესათავაზოს თავი. ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს სინერგია, ეს უნდა გაიზომოს, აიწონოს და აქ არ უნდა მივიღოთ ემოციური გადაწყევტილება.

„ლელოს“ ყავს კანდიდატი ყველა საკვანძო თანამდებობისთვის. ეს იყო საპარალმენტო არჩევებში და იქნება ადგილობრივ არჩევნებშიც“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: bm.ge