რამდენიმე კითხვა მაქვს “სამ გვამოსანთან” და სხვა “ვაქსერისტებთან” – ალექსი ლომიძე

რამდენიმე კითხვა მაქვს “სამ გვამოსანთან” და სხვა “ვაქსერისტებთან”:

1. კორონაზე აცრილი ადამიანი რა დროის მანძილზე ინარჩუნებს იმუნიტეტს? მუდმივია თუ დროებითი?თუ დროებითია და გრიპის სხვა ვირუსების მსგავსად სეზონურ გამწვავებას იწვევს?
2. აცრილი ადამიანი თუნდაც დროებითი იმუნიტეტის პირობებში 100% -ით გარანტირებულია რომ არ დაინფიცირდება? მაგ. ყვავილზე ვარ ჯერ კიდევ ბავშვობაში აცრილი და სამუდამო იმუნიტეტი მაქვს შეძენილი მე და ჩემსნაირებს. წითელა მოხდილი მაქვს და ხელმეორედ დაინფიცირების აღარ მეშინია. აცრილი ადამიანი სრულად არის დაცული ხელახლა ინფიცირებისგან?
3. აცრილი ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში არის ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი? თუ აშკარა სიმპტომები არ აღენიშნება, თავად ის და მისი გარშემომყოფნი როგორ დაადგენენ არის თუ არა ვირუსის გადამტანი? თუ პირბადის ტარება მისთვისაც სავალდებულო იქნება?
4. დღეს მოქმედი ვაქცინები არის თუ არა ეფექტური საშუალება ვირუსის უკვე ახალი შტამების, იგივე ინგლისური და ინდური შტამების წინააღმდეგ?
5. ვაქცინაციის შემდეგ არასასურველი გვერდითი გამოვლინებების შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი, მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია თუ თავად ვაქცინირებული?
6. არის ვაქცინა დაპატენტებული, სად და რა ნომრით?
7. თუ ვაქცინა ექსპერიმენტალურია, მასში მონაწილეებისთვის განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო მათი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზარალისთვის დამატებით კომპენსაცია. მიჩნდება გონივრული ეჭვი, ჯანმოს მიერ გათვალისწინებულია ექსპერიმენტში მონაწილე სახელმწიფოების დაფინანსება მოხალისეებისთვის. თუ მოქალაქეების სეგრეგაციას აწყობთ აცრილების და აუცრელების ნიშნით, ითვლება რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა სავალდებულოა და ამ მონაწილეობისთვის არანაირი ანაზღაურება არ გაიცემა. ჩნდება კითხვა, მაშ სად ქრება ჯანმოს მიერ გამოყოფილი ფული?

ალექსილომიძე; სოციალური ქსელი