კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინაცია გრძელდება, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარლამენტის წევრები აიცრნენ.
– “იმედი მაქვს, რომ ჩვენი კამპანიის ფარგლებში ანტივაქსერულ მოძრაობებს გარკვეულწილად შევამცირებთ. ყველა ვაცნობიერებთ, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია, ამიტომ თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი მოვალეობაა ეს პროცესი გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ქვეყანა პანდემიამდე არსებულ ცხოვრების რიტმს” – განაცხადა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
წყარო: report.ge