9 მაისს, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, პრეზიდენტის  რეზიდენციასთან აქციას ატარებს

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია, სოციალურ ქსელში, 9 მაისის  აქციას აანონსებს: შემოგვიერთდით!
9 მაისის აქციის შესახებ:

შემოგვიერთდით!
9 მაისის აქციის შესახებ:
ამა წლის 9 მაისს, კვირას, 13.00-ზე (შეკრება 12.30-ზე) დაიწყება აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის წინ. მიტინგი დასრულდება 13.40-ზე.
მისამართი: გიორგი ათონელის ქუჩა № 25 (კოლმეურნეობის მოედანსა და მშრალ ხიდს შორის).
აქცია ატარებს საპროტესტო ხასიათს. სიმბოლურად დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ზურაბიშვილის ინიციატივის (მის შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ) წინააღმდეგ.
აქციის ორგანიზატორი: ერთიანი კომუნისტური პარტია. აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოხატეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც.
13.40-ზე მსვლელობით წავალთ კონტანტინე ლესელიძის ძეგლის მიმართულებით და ყვავილებით შევამკობთ მას.
შინაარსი:
ამა წლის 9 აპრილს ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით: „შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში“.
იმავე დღეს, თავის საპარლაენტო მიოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „70 წლიანი საბჭოთა იდეოლოგია და ტოტალიტარული სისტემა… ყველა საშუალებით ცდილობდა დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები“.
იქვე ზურაბიშვილი ზეიმით აცხადებს, რომ: „ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა“.
სწორედ საქართველოს ისტორიის, კერძოდ კი საბჭოთა პერიოდის ისტორიის მეხსიერებიდან წაშლას ემსახურება ზურაბიშვილის ინიციატივა.
გამარჯვების პარკს და უცნობი კარისკაცის დიდებულ მემორიალს ამ ინიციატივით ეცლება ნამდვილი შინაარსი. ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას ფაშიზმის წიმნააღმდეგ, რომელსაც მიეძღვნა მემორიალი, ზურაბიშვილის ინიციატივით ხაზი გადაესმევა და სრულიად საპირისპირო შინაარსით გადაიფარება!
ზურაბიშვილის მხრიდან ადგილი აქვს გაუგონარ მკრეხელობას, რომელიც მხოლოდ ქუთაისში დიდების მემორიალი აფეთქებას თუ შეედერება!
მაშ დავიცვათ „გამარჯვების პარკი“ და შინმოუსვლელი ჯარისკაცის მემორიალი!
დავიცვათ სოციალისტური საქართველოს ნამდვილი ისტორია!
დავიცვათ საქართველოს 300 ათასი შინმოუსვლელი წითელარმიელის წმინდა ხსოვნა!
არ დავუშვათ ისტორიის გაყალბება!
გელოდებით აქციაზე.