„პრაიმშოუს” 5 მაისის გადაცემას, სადაც სტუმრად გურამ ფალავანდიშვილი იყო მიწვეული, ბავშვთა ნაადრევ ქორწინებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქრისტიანულად 16 წლის გოგონას გათხოვება დასაშვებია.
ამ განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელმაც სოციალურ ქსელში ღიად დაწერა, რომ ფალავანდიშვილი არის პედოფილი.
„თუ ჩემს მეგობრებში არიან ადამიანები, რომლებიც ამ კაცის მოსაზრებას ემხრობით, ახლავე წამშალეთ!!! და იცოდეთ, რომ ეს კაცი არის ბნელი, ბოროტი, ავადმყოფი პედოფილი !!!! და არასოდეს შეგეშინდეთ, გამოთქვათ აზრი ასეთი ადამიანების წინააღმდეგ, უნდა დასრულდეს მსგავსი ბინძური აზროვნების და მენტალიტეტის ფართო მასებისთვის გაზიარება ჩვენს ქვეყანაში !!!!!!! და არასოდეს აღარ გამოაჩინოთ ასეთი გარყვნილი და არაკაცი ტელევიზიაში, თავისი ყოვლად მიუღებელი შავი აზროვნებით !!!!!”- წერს თიკა ჯამბურია.
“რეზონანსი”