„მე რომ აღარ ვიქნები ამ ძაღლებს რა ეშველებათ“, – გვიყვება 82 წლის მინდარა ბებო.
მინდარა ნირაკიძე ქუჩის ძაღლების „დამპურებელი“ ბებოა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს საჭმელს საკუთარი პენსიით ყიდულობს.
„მივდივარ საშაურმეში, ვყიდულობ ძველებს, ვხარშავ სახლში და მერე გავდივარ ქუჩაში, რომ საწყალი თვალებით აღარ იყურებოდნენ შიმშილის გამო“, – ამბობს მინდარა.
მინდარა ბებო, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაუჩნდა. ამ პერიოდში, ქუჩის ძაღლების ერთადერთი მარჩენალი ყოველდღე ათობით ოთხფეხა მეგობარს კვებავს, რისთვის საკმაოდ დიდი თანხა ეხარჯება.
როგორც ბებო, ამბობს იმის გამო, რომ მიუსაფარი ძაღლები მშივრები არ, იყვნენ დილით ადრე დგება, საჭმელს უმზადებს და კვებავს.
„განა ეს ძაღლების სიყვარულია? ხანდახან მეშინია ჩემი თავის ასე ძალიან რომ განვიცდი მათ ხვედრს. ალბათ, უფრო სიბრალული და შეცოდებაა, თორემ სახლში ხომ მეყოლებოდა ერთი, ან ორი დაბანილი-დავარცხნილი ძაღლი და მათ მოვუვლიდი. მაგრამ არა, მე ყველა უპატრონო და მიტოვებული ცხოველებისკენ მიმიწევს გული. მეტირება, შვილო, როცა გაძვალტყავებულ ძაღლს ვხედავ ქუჩაში“, – ამბობს მინდარა ნაკაშიძე.
მისი თქმით, ის ე.წ. მაწანწალა ცხოველების ამბავს განიცდის. წუხს იმ დამოკიდებულებაზე, რაც ძაღლების მიმართ აქვთ მაწანწალა ძაღლების გამო.
„თუ გიყვარს სახლში წაიყვანეო, მე პატრონიანი და მოწესრიგებული ცხოველი კი არა, მიტოვებული და უპატრონო ძაღლები მეცოდება“, – ამბობს ბებო.
“პრაიმტაიმი”