აშშ-ის აიდაჰოს შტატში მე-6 კლასელმა გოგონამ ორი თანაკლასელი და სკოლის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ რიგბიში, „რიგბის საშუალო სკოლაში“ მოხდა.
პოლიციის მოსვლამდე გოგონას განიარაღება და დაკავება ერთ-ერთმა პედაგოგმა შეძლო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
“ინტერპრესნიუსი”