ბრაზილიაში სპეცოპერაციას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრაზილიაში, ე.წ. ფაველაში სპეცოპერაციის დროს 25 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩაატარეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც აღმოჩნდა, ნარკორეალიზატორებს საქმიანობაში ბავშვებიც ჰყავდათ ჩართულები.

სროლის დროს დაიღუპა ერთი პოლიციელი და დაიჭრა მეტროს ვაგონში მყოფი ორი მგზავრიც.

ნარკორეალიზატორების ჯგუფი სხვა დანაშაულებრივ სქემებში მათ შორის გატაცებებსა და მკვლელობებშიცაა ჩართული.

წყარო: ptn.ge