გერმანიაში გამართულ ყველა შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ვისაუბრეთ – ნიკოლოზ სამხარაძე.
“გერმანიაში გამართულ ყველა შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე” – ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტის დროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„გერმანიაში ყველა შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ამ საკითხშიც აზრთა თანხვედრაა, თუმცა ისინი ღიად აცხადებენ, რომ კონფლიქტური რეგიონები, იგივე უკრაინაში არსებული ვითარება ცოტა ართულებს ჩვენს ინტეგრაციას ნატოში, თუმცა ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას ამ პროცესზე, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში შეხვედრებს მართავს.
წყარო: itv.ge