მერობის კანდიდატი, შესაძლოა, საერთოდ არ გვყავდეს – იაგო ხვიჩია

“შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენ სამიდან არავინ იყოს. თქვენ იცით, ჩვენ სპეციფიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ისინი ჩვენზე გაბუტულები არიან, ამიტომ ახლა რომ გითხრათ, გაბუტულთაგან მხარს რომელს დავუჭერ, ეს არ არის სერიოზული” – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს მისი პარტია “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას, ხვიჩია პასუხობს:

“ჩვენ მელიას მხარდაჭერამდე ბევრი სხვა პროცესი გვაქვას გასავლელი, როგორც ოპოზიციასთან, ისე პირადად მასთან, ეს პროცესი სად მიგვიყვანს კაციშვილმა არ იცის. ახლა მსგავსი ნიშნები არ ჩანს – ჩვენ რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს იმისგან, რასაც მხარდაჭერა და საერთო კანდიდატის წარდგენა ჰქვია, მაგრამ ეს ურთიერთობები სად მივა რამდენიმე თვეში, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩვენ ამ წუთას უფრო ვემზადებით საკრებულოს წარმომადგენლების შერჩევისთვის და გვინდა საქართველოს დიდ ქალაქებში, ყველგან გვყავდეს სათანადო წარმომადგენელი” – განაცხადა ხვიჩიამ.

წყარო: report.ge