დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს. სასულიერო პირი ჰყვება, რომ მას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად შეეხო.
“სტუმრად ვიმყოფებოდი მეუფე იობთან ჩასული, მითხრეს, რომ იქ იმყოფებოდა მეუფე სვიმეონი. მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ვთქვი – მირჩევნია ქვეწარმავალს შევხვდე, ვიდრე მას-თქო. ვაღიარებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. მე მეუფესთვის არ მიწოდებია ქვეწარმავალი…
ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი, მეუფე სვიმეონის თანმხლები პირი ფიზიკურად შემეხო,” – განაცხადა “კურიერთან” საუბრისას დეკანოზი თეიმურაზმა.
მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ისაუბრეს მეუფე იობთან და ამ ეტაპზე კონფლიქტი ამოწურულია.
“რეზონანსი”