სკოლების ბიბლიოთეკებში, დათა პაპას სახელობის წიგნის კუთხეები მოეწყობა

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების ბიბლიოთეკებში, დათა პაპას სახელობის წიგნის კუთხეებს გავხსნით, რომელშიც უახლეს გამოცემებს განვათავსებთ – კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი, მოკრძალებული ნაბიჯი ამ მნიშვნელოვანი კაცისთვის პატივის მისაგებად, მისივე სახელობის სტიპენდიის დაარსების შემდეგ. პროექტის მხარდამჭერი შპს “სოლუტივოა” – წერს კეკელიძე.

წყარო: ptn.ge