დონალდ ტრამპის განცხადებების გავრცელების გამო, Twitter-ის ადმინისტრაციამ რამდენიმე ანგარიში დაბლოკა.
5 მაისს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა. პლატფორმაზე დონალდ ტრამპის განცხადებები და მიმართვებია განთავსებული.ახალი პლატფორმის სახელია „From the Desk of Donald J. Trump“ (დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდიდან).
კერძოდ, Twitter-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა ანგარიში სახელწოდებით DJTDesk-ი, რომელიც დონალდ ტრამპის ახალი პლატფორმიდან ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ავრცელებდა.
Twitter-ში აღნიშნავენ, რომ მომავალშიც დაბლოკავენ იმ ანგარიშებს, რომელიც დაბლოკილი ანგარიშების ჩანაცვლების მიზნითაა შექმნილი.
9 იანვარს Twitter-მა თეთრი სახლის ლიდერსა და მის საარჩევნო შტაბს ანგარიშები სამუდამოდ დაუბლოკა.