ააფორიაქა ,,საჭინკეთი,,? -ააფორიაქა! -უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთთან? -უნდა დაიწყოს!…- მანანა უძილაური

-კარგი ვიზუალი აქვს? -აქვს!
-პრაგმატულად აზროვნებს? -აზროვნებს…
-დახვეწილი დიქციით საუბრობს? -საუბრობს!
-ააფორიაქა ,,საჭინკეთი,,? -ააფორიაქა!
-უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთთან?
-უნდა დაიწყოს!

და მაინც, ჩემდაუნებურად ქართული კინოფილმი ,,არაჩვეულებრივი გამოფენა,, და ის კადრი მახსენდება…
ერთი შეწუხებული კაცი რომ საყვედურობს აგულის – ,,ეს დედაჩემი არ არისო!,, და აგული, რომ პასუხობს…
-,,ცხვირი გაქვს? -გავს! თვალები გავს?- გავს! ტუჩ-ნიკაპი გავს? – გავს! აბა , რას მერჩით ჩემო ბატონოო ,, ?
ბოდიშსს ვიხდი ბატონებო!
შეიძლება ცოტა ბანალური პარალელია ..
მაგრამ მე მაინც, ,,ეს დედაჩემი არ არის,, თემას მივყვები და როგორც ცნობილი რუსეთუმე ? რუსეთთან ურთიერთობის საკითხთთან მიმართებაში რომ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, იმედია ამ პარალელის გავლების მიზეზსაც მიხვდებით ?
დავიწყებ იმით, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას მივესალმები!
რამოდენიმე მიზეზის გამო…
პირველი ?
მწამსი, ეროვნულობა და თვითმყოფადობა მისი პერსონისთვის განკუთვნილი ნიშაა და მისი გუნდიდან, თუნდაც, მინიმუმ ორი წარმომადგენელი მომავალ პარლამენტში, ბევრად აჯობებს კოაბიტირებულებსა და მათ სატელიტებს!
მეორე ?
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების უალტერნატივობაზე გაკეთებული განცხადებაც უდაოთ პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია!!
(ეს უნდა ითქვას ყველგან, რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება ხმამაღლა! )
მესამე…
გუშინ, ყურადღებით ვუსმინე იმნაიშვილთან სატელევიზიო ეთერს ? და მინდა ავღნიშნო, რომ ბევრ რამეში ვეთანხმები ბატონ ლევანს, მაგრამ არც რუსული ოკუპაციის ,,ფაშიზმად,, და არც მოაზროვნე- ხელოვან -პოლიტიკოსების ,,უმადურ და უნაყოფოებად,, მოხსენიება, რუსეთთან დიალოგის არც დასაწყებად არ გამოდგება და არც სასურველი შედეგის მისაღწევად…
ის, რომ 90 -ანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან არცერთი პოზიტიური ფაქტი არ გვახსენდება, აქაც ფაქტების შეუსაბამოებასთან მივდივართ!
რადგან, სწორედ 90 -ანი წლებიდან მოყოლებული, ყველა ფორმალურ და სიტყვიერ შეთანხმებას არღვევდა მხოლოდ ქართული მხარე!
ბოლოს კი ?
,,პატრიოტთა ალიანსის,, წამებულის მანტიით შემოსვა და პრო-რუსულ ოპოზიციად წარმოჩენა, რუსეთში არსებული მოქმედი ბიზნესის დახურვასთან ერთად ? იმ მიზეზით, რომ აღარაფერი გაკავშირებდეს რუსეთთან …
ცოტა უცნაურად მომეჩვენა და ალბათ, ეს არის კიდეც მიზეზი, სავიზო რეჟიმის მოხსნაზე ჟურნალისტის უხამსმა გამონათქვამებმა რომ იმოქმედა, თორემ, სავიზო რეჟიმის საკითხი, რეალურად რომ რამოდენიმე საათში გადაიჭრება, ოღონდ არა, დუმის დეპუტატების დონეზე…
ეს 2016 ში ვიცოდი ?

p.s
არაფერს არ გერჩით ბატონო ,,აგული,,
პირიქით!
ნიჭიერი ქართველები და ,,ხეზე მოხერხებულად ამსვლელები,, გვიმრავლოს ღმერთმა!

მანანა უძილაური; სოციალური ქსელი