“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი თავად იქნება თუ პარტია არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.
“თუ მერობის კანდიდატს გადავწყვეტთ, დისკუსია გვაქვს და შეიძლება ვიყო მერობის კანდიდატი, შეიძლება არა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ, ყველამ ნახა, რომ ჩვენ არ ვცანცარებთ.
თუ გვეყოლება კანდიდატი, მე ეს ვიქნები ჩვენი პარტიიდან. პოლიტიკური მომავლისთვის, ქვეყნისთვის და საქმისთვის როგორც იქნება უკეთესი, ისე ვიზამთ” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
წყარო: ptn.ge