დღეს, 10:00-დან 18:00 სთ-მდე, ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში, საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
“იმედინიუსი’