“დასავლეთი 8 მაისს ზეიმობს, ჩვენ 9-ში რატომ ვიზეიმოთო?”- ამ კითხვის ავტორი არც 8-ში და არც 9-ში იზეიმებს… -ედიშერ ოდიშარია

პუბლიცისტი ედიშერ ოდიშარია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ვიდრე პატრიოტიზმი არ გაიღვიძებს, საქართველოს მომავალი არ ექნება. ამას კი მხედრული სულისკვეთების გაღვივება-აღზევება სჭირდება. მარტო ,,დიდგორის” ძახილი ვერაფერი ბედენაა, თუ უახლესი წარსულის ჯარისკაცთ საკადრისი არ მიეზღოთ და ღირსებით არ შევამკეთ.
სამამულო, დიახ დიდ სამამულო ომში დაღუპულები და მას შემდეგ უკვე გარდაცვლილი ვეტერანები, ხომ დღევანდელი ახალგაზრდების პაპები და დიდი პაპები არიან! უნდა განემარტოთ მათ, მათივე წინაპრების თავდადებანი. უნდა გავაგებინოთ 90-93წ.წ. ომებში დაღუპულების და ვეტერანების, მათი მამების თავგანწირვაც!
ახლა ინტენსიური მითქმა-მოთქმა დაიწყება მეორე მსოფლიო ომში ჩვენი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. დასავლეთი 8 მაისს ზეიმობს და ჩვენ 9-ში რატომ უნდა ვიზეიმოთო? დარწყმუნებული ვარ, რომ ამ კითხვის ავტორი არც 8-ში და არც 9-ში იზეიმებს, რადგან პატივს არ სცემს იმ ვეტერანს, რომელიც მთელი ცხოვრება ამ გამარჯვებას 9 მაისს ზეიმობდა. რატომ უნდა დააყენო ეს საკითხი ეჭვქვეშ, მათი ხათრი მაინც არ გაქვს? მით უფრო, რომ არც ისტორიის გაგებაში ხარ!

ქედს ვიხრი, უახლოესი წინაპრების და ჩვენი შვილების, ყველა ჯარისკაცის და ოფიცრის ხსოვნის წინაშე, იუნკერებიდან ანწუხელიძემდე!
დიდება მათ!