“დიდების მემორიალი ავაფეთქეთ, ახლა, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟს ვაპირებთ…იცის იმ ქალმა, პრეზიდენტი რომ ქვია…”

აფხაზეთის ომის ვეტერანი კაკო სვანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ქუთაისში გენიალური დიდების მემორიალი ავაფეთქეთ. ეხლა კიდე ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟს ვაპირებთ. იცის მაინც იმ ქალმა პრეზიდენტი რომ ქვია, რომ იქ მართლაც ქართველი ჯარისკაცი განისვენებს, და შვილმკვდარ დედებს, უმამოდ დარჩენილ შვილებს, შვებად ჰქონდათ აქ დასვენებული ცხედარი ყველასი შვილად, მამად და ძმად ეგრძნოთ.
არ გვაპატიებს 300 000 ვაჟკაცის სული ამ მკრეხელობას და ამდენ ვანდალიზმს და მათი სულების ამდენ შეურაცხყოფას!