პლანეტაზე მცხოვრები 34 მლნ ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAQ) განცხადებით, შიმშილის მხრივ მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობაა.
“ყველა ჩვენგანს ევალება იმოქმედოს, რათა ადამიანთა სიცოცხლე გადაარჩინოს და უარესი სიტუაციის თავიდან არიდება შეძლოს” – განაცხადა FAQ-ის გენერალურმა დირექტორმა.
იემენი, სამხრეთ სუდანი და ნიგერია მწვავე შიმშილის კატასტროფული დონის წინაშე დგანან. სამხრეთ სუდანსა და იემენში მცხოვრები ოჯახების ნაწილი შიმშილისაგან იღუპება.
წყარო: itv.ge