შემიძლია ის ვთქვა, რომ ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“შემიძლია ის ვთქვა, რომ ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა. როდესაც კანონი ძალაში შევა, ჩვენ ჩვენი მხრიდან აუცილებლად გავუკეთებთ ინიცირებას შესაბამის ცვლილებებს კანონში. აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ ამ ცვლილებების განხილვა წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი თანამონაწილეობის პირობებში, მათ შორის პარლამენტში. ვფიქრობ, მითუმეტეს უნდა გამოეჩინა პრეზიდენტს მეტი პოლიტიკური ნება და ესარგებლა ვეტოს უფლებით. მისი დისკრეციული უფლებაა ვეტოს გამოყენება, შეუძლია ამ უფლებას ინტერპრეტირება გაუკეთოს ძალიან ვიწროდ ან უფრო ფართოდ. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, ვიწრო ინტერპრეტაცია მიეცა, ამ დისკრეციული უფლებამოსილებისთვის და განეცხადებინა, რომ მას იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ვეტო გამოეყენებინა. თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდა” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
წყარო: ptn.ge