ტრამპი – ის, რაც Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა გააკეთა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი სირცხვილია.
“ის, რაც Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა გააკეთა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი სირცხვილია. აშშ-ის პრეზიდენტს სიტყვის თავისუფლება ჩამოართვეს,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას.
“ის, რაც Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა გააკეთა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი სირცხვილია. აშშ-ის პრეზიდენტს სიტყვის თავისუფლება ჩამოართვეს, რადგან რადიკალ მემარცხენეებს სიმართლის ეშინიათ, მაგრამ სიმართლე მაინც გაიმარჯვებს და ის ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც არასდროს. ჩვენი ქვეყნის ხალხი ამას არ მოითმენს. სოციალური მედიის კორუმპირებულმა კომპანიებმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და მათ აღარასდროს უნდა მიეცეთ ჩვენი საარჩევნო პროცესის განადგურების უფლება” – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
წყარო: bm.ge