გასული 24 საათის განმავლობაში მილიარდნახევრიან ჩინეთში კორონავირუსის, სულ რაღაც 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 8 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,746 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: newposts.ge