თელავში 22 წლის ახალგაზრდას ეძებენ.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისს, საღამოს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
რაზიკაშვილების ოჯახი ახალგაზრდის ძებნაში დახმარებას ითხოვს.
მათი განმარტებით, საქმეში ჩართულია პოლიციაც, რომელიც სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს.
“პრაიმტაიმი”