„თუ მსოფლიო ისტორიაში 3-4 ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი სტალინი იქნება“ – პაბლო პიკასო სტალინზე

გამარჯვების შემოქმედი . რომელმაც შეძლო დაემარცხებინა და მიწასთან გაესწორებინა მსოფლიო კულისებში, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი და მოქმედი ძალები.

მან ერთმა შესძლო თავისი გონებით და უდიდესი სტრატეგიული ნიჭით უბადლო პარტიები ეთამაშა და პირწმინდათ გაენადგურებინა მოწინააღმდეგენი და ამავდროულად, შემდგომში ისინი ,,სტრატეგიულ პარტნიორებად” ექცია .

მასში თავმოყრილი იყო როგორც მხედართმთავრის ,ასევე დიდი ორატორის ,ლოგიკისა და მოვლენეთა სამომავლო განჭვრეტის ფენომენალური ნიჭი .მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს და კიდე დიდხანს ვერ ეყოლება მსგავსი სიდიდის და მასშტაბის პიროვნება რომელშიც ერთდროულად თავმოყრილი იყო ეს ყველაფერი ….
დანარჩენს პიკასოს დავესესხები:
“იყო სტალინი, ჩემი წარმოდგენით, ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლიოში. ის გენიალური ადამიანი გახლდათ… სტალინში თავმოყრილი იყო იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენია, ციცერონის მჭერმეტყველება და აზრის გადმოცემის სისხარტე, იგი ყველა მათგანზე მაღლა დგას და ბევრად უფრო მაღალია”.

აფხაზეთის ომის ვეტერანი, კაკო სვანიძე; სოციალური ქსელი