ამერიკის სახელმწიფო მდივანმა- ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ “დასავლეთი ფრთხილად უნდა მოეკიდოს ჩინურ ინვესტიციებს”.
აბა საერთაშორისო ვაჭრობა, თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და კონკურენციაზე უნდა იყოსო დაფუძნებულიო?!
აბა ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნები, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენო?!
მსგავსი სიტყვები რომ გიწერიათ თქვენსმიერვე დაწერილ საერთაშორისო სამართლის ნორმებში, მაგას რა უყოთ?!
ე.ი. აქამდე ჩინურ ფულს სუნი არ ქონდა, ახლა აყროლდა ვითომ?!
კითხვები რა თქმა უნდა რიტორიკულია.
სინამდვილეში ამერიკა გრძნობს, რომ კარგავს გლობალური ჰეგემონის სტატუსს, ჩინეთის სასარგებლოდ და გადადის პროტექციონისტულ, აგრესიულ რეალპოლიტიკაზე- ბლოკავს ჩინურ კომპანიებს(ჰუავეი),
ზეწოლას ახდენს პატარა ქვეყნებზე თუ გაერთიანებებზე, რათა შეწყვიტონ/შეამცირონ ჩინეთთან სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობები და ამ პროცესში, არღვევს ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმებად აღიარებულ თანაშის წესებს, რომელიც სხვათა შორის თვითონვე დაამკვიდრა.
არ ვამბობ, რომ ამის გამო აშშ გაკიცხვის ღირსია, ეს როგორ გაბედა და ა.შ. პირიქთ, ყველა ნორმალური ქვეყანა ეცდებოდა საკუთარი სუვერენული ინტერესების დაცვას, აშშ ასეც იქცევა და ეს ლოგიკურია.
უბრალოდ არალოგიკურია ის, რომ თუ ვინმე ასევე იქცევა-იცავს საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ გეოსტრატრგიულ ინტერესებს, აშშ ამას აღიქვას როგორც აგრესიად და მთელ რიგ საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.
It is not fair Mr. Blinken!