“არ მეშინია სწორად შევაფასო ულამაზესი სანახაობა, რაც რუსეთმა წითელ მოედანზე აჩვენა” -დავით ნემსაძე

დღეს რუსეთმა წითელ მოედანზე აჩვენა მაღალი დონის სამხედრო მარში მიძღვნილი ფაშიზმზე გამარჯვებისა.

არ მეშინია და არც მერიდება სწორად შევაფასო ეს ულამაზესი სანახაობა. მათი სამხედრო სამწყობრო სვლა სამხედრო ორკესტრი და სანახაობითი მხარე უდაოდ იყო მაღალი დონის.
მსოფლიოში ულამაზესი სამხედრო სამწყობრო წესდება აქვთ რუსებს რომელიც საბჭოთა კავშირიდან უცვლელად დაიტოვეს, ამავდროულად ყველაზე ურთულესი და შეუცვლელიც.
ასეთ პატივს უდაოდ იმსახურებდა ყველა მებრძოლი ვინც დიდი გამარჯვება მოუტანა კაცობრიობას.