ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 82 298 ადამიანს სურს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ბოლო მონაცემებით, 82 298 მსურველია დარეგისტრირებული.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 74 340-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. 33 032 ადამიანს „მოდერნათი“. 16 317 მოქალაქეს კი, „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაია 15 მარტს დაიწყო.

წყარო: newposts.ge