ჩვენ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში ვმოქმედებთ – ნათია თურნავა “ნამახვანჰესზე”.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვა პროექტის მიმართ ნდობას გააჩენს.
მისივე თქმით, „ნამახვანჰესის” მშემებლობის პროცესში მთავრობა კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში მოქმედებდა.
– “ჩვენ პირველ რიგში მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნისა და სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის – კონკრეტულად, პროცესი რამდენად სწორად იყო წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები და ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ” – განაცხადა თურნავამ.
წყარო: report.ge