82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი.
იგი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა „დინამოში“, 1981 წელს თასების თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ სწორედ ანზორ გაბიტაშვილმა მოიხელთა ისტორიული ბურთი, რომელიც დღემდე ინახება მის პირად კოლექციაში.
დაიბადა 1939 წლის 11 ოქტომბერს
დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.
1975-1987 წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი.
1976-1986 წწ. წლიდან საქართველოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის “დინამოს” ფიზიოთერაპევტი.
1990 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ფიზიოთერაპევტი.
სსრკ ჩემპიონი (1977); სსრკ თასის მფლობელი (1976, 1999); თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981); თასის მფლობელთა თასის ნახევარფინალისტი (1982); დ. ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი (2002, 2003, 2005).
დაჯილდოებულია საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2005).