გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს დედა თბილისშია

საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის დედა თბილისში ჩამოვიდა. მას არ სჯერა, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

„ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი განზრახ მოკლულია და მისი სხეული ფანჯრიდან გადმოაგდეს. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩამოვფრინდი რომ ცხედარი გადავასვენო.

ვფიქრობ, საქართველო და ყაზახეთი მოაგავარებენ ამ საკითხს ჩვენ ელჩებთან ერთად. დღეს მივდივარ ჩემი შვილის ცხედრის ამოსაცნობად, მერე კი ყაზახეთის საელჩოში მივალ.

 

საქართველოში 26 წლის ყაზახი გოგო გარდაცვლილი იპოვეს - არსებობს ჩანაწერი, სადაც მას უცნობი მამაკაცი ემუქრება
2021-05-07საქართველოში 26 წლის ყაზახი გოგო გარდაცვლილი იპოვეს – არსებობს ჩანაწერი, სადაც მას უცნობი მამაკაცი ემუქრება

ჩემს შვილს ბესოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა მანამდე, აქ გაიცნეს ერთმანეთი. სურათებს მიგზავნიდნენ რომ ჩემი შვილი აქ მუშაობდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ასე არ იყო. მე ვთანამშრომლობ ფონდთან „არ გაჩუმდე“ დღეს მათ შევხვდები. ეს საქმე არ უნდა დარჩეს ბურუსით მოფენილი. თუ საჭირო იქნება ადვოკატს დავიქირავებ,“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.

ცნობისთვის, 5 მაისს, საქართველოში 26 წლის ყაზახი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა.

 

“პრაიმტაიმი”