ირანში 20 წლის ალიზერა მონფარედი მოკლეს. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გახდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით ჰომოსექსუალი მამაკაცი, სავარაუდოდ, მისმა ძმებმა მოკლეს, რომლებმაც მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს.
რადიო „ფარდას“ ინფორმაციით, ძმების გარდა, მკვლელობაში მისი სხვა ნათესავებიც მონაწილეობდნენ. შემთხვევა ჰუზესტანის პროვინციაში მოხდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მონფარედს თავი მოჰკვეთეს.