ირლანდია შეზღუდვებს ამსუბუქებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, ირლანდიაში მუზეუმებს, გალერიებსა და ბიბლიოთეკებს გახსნის უფლება მიეცათ. ქორწილებსა და დაკრძალვის ცერემონიებზე დამსწრეთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.
ასევე, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიც შემსუბუქდა.
გარე სივრცეებში შეკრების ლიმიტი 15-ია, ხოლო შიდა სივრცეებში 6 ადამიანი.
წყარო: bm.ge