მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის კვლავ, სულ რაღაც 12-იოდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის, მხოლოდ სულ რაღაც 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

ჩინეთში კორონავირუსის 10 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 90,758 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან კი ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველაფერი ამის შემდეგ, ჩნდება ძალიან დიდი ეჭვი იმისა, რომ ჩინეთში ბაქტერიები და ვირუსები, უბრალოდ ისე შეაშინეს, რომ ვეღარც კი ბედავენ მილიარდნახევრიანი ჩინური მოსახლეობის დაავადებას! :))

წყარო: ინტერნეტი