მოაზროვნე, კეთილსინდისიერი ჟურნალისტი როგორ უნდა მუშაობდეს “მთავარ არხზე”, არ მესმის რა…- ნინო ლაბარტყავა

საერთოდ, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა ძააალინ მიუღებელია. არ შეიძლება, დასაგმობია! ეს ზოგადად.
რაც შეეხება ამ ინციდენტს: “მთავარი არხი” ისე აღიზიანებს ხალხს, ისეთ პროვოკაციებს ახორციელებს, საზიზღრობებს ავრცელებს, ისეთი მარაზმია ეს არხი, ისეთი დამპალი და სიბოროტის მანქანა, რომ საერთოდ არ მიკვირს ასე რომ ექცევიან იქ მომუშავე ჟურნალისტებს.
ეს სასულიერო პირია და კიდე მსუბუქად წვდა, რიგითი მოქალაქე კიდე უარესს უზამდა.
მეცოდებიან ეს ჟურნალისტები… ან ვერ ხვდებიან, რა ნაგავში არიან და რა ბოროტებას ემსახურებიან, ან ძალიან კარგადაც ხვდებიან და მოსწონთ იმ სანაგვეში მუშაობა და ამ შემთხვევაშიც მეცოდებიან – გამორეცხილი აქვთ ტვინები :((((
მოაზროვნე, კეთილსინდისიერი ჟურნალისტი როგორ უნდა მუშაობდეს “მთავარ არხზე”, არ მესმის რა…
მე მაპატიეთ ?
პ.ს. – არც ისაა კარგი სანახავი, ამ დაპირისპირების მერე მამაო რომ უზარმაზარ ჯიპში ჯდება… რა იყოთ, თქვე დალოცვილებო, ჯიპებით რომ არ იგრიალოთ, სხვანაირად არ გადმოვა მადლი თქვენზე? რით ვერ მოიშორეთ ეს ამხელაფასიანი მანქანები!
გაყიდეთ, გადაჯექით იაფიან მანქანებზე და იმ ფულით გაჭირვებულებს უყიდეთ რამე.
მოკლედ, რაა…
ერის და ბერის რაღაც ნაწილი არის ძალიან ცუდი სანახავი და ასატანი!
ნინო ლაბარტყავა; სოციალური ქსელი