ფაშისტთა მხარდამხარ მებრძოლი მენშევიკების შთამომავალმა პრეზიდენტმა მიზნად დაისახა სრული რევანში… – ირაკლი დოჭვირი

ფაშისტთა მხარდამხარ მებრძოლი მენშევიკების შთამომავალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიზნად დაისახა სრული რევანში და ახლა უკვე აგრძელებს გარდაცვლილი წითელ არმიელების შეურაცყოფას.
მისი მორიგი ბოდვა ვაკის პარკში განლაგებულ დიდ სამამულო ომის მემორიალურ კომპლექსს დაატყდა თავს.
ფაშისტთა მხარეს მებრძოლთა შთამომავალი ცდილობს ,,კეთილი მიზნებით” განაახლოს და გადააკეთოს ეს მემორიალური კომპლექსი, სინამდვილეში კი იავარქმნას იგი და შეურაცყოფა მიაყენოს ჰაჯი მუშკაის კატაკომბებიდან გადმოსვენებულ უცნობი ჯარისკაცის საფლავს. უცნობ ჯარისკაცს ალბათ გვერდით დაუსვენებენ იმ ქართული ლეგიონის ჯარისკაცებს რომლებიც ჰიტლერის ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩულებოდნენ. დღეს უკვე სოციალურ სივრცეში უხვად მიმდინარეობს ამ ,,გმირების” რეკლამირება რომელსაც დიდ მამულიშვილებადაც კი მოიხსენიებენ. ,,რა ექნათ, ოჯახი კომუნისტებმა ამოუხოცეს და ისინიც კომუნისტების წინაშე წავიდნენ საბრძოლველადო”. ბრძოლა არის და ბრძოლაც. ფაშიზმის წინააღმდეგ მთელი პროგრესული საზოგადოება ერთიანდებოდა მაშინ და ესენი კი პირიქით. საფრანგეთში მცხოვრებლებმა მენშევიკებმა შარლ დე გოლის მოწოდებას რომ ჩამდგარიყვნენ თავისუფალი საფრანგეთისთვის მებრძოლთა რიგებში ყური არ ათხოვეს და ჰიტლერს მიაშურეს. ყველას კი ავიწყდება რომ ფაშისტთა მხარდამხარ მოხალისე მებრძოლი ჯარისკაცები არიან ნაძირალები
ისინი მასიურად ხოცავდნენ უდანაშაულო ხალხს, აწამებდნენ, მიერეკებოდნენ გაზის კამერებში, გეტეოებში…. კაცობრიობამ მათ გამოიტანათ უმძიმესი განაჩენი. მათ გამართლება არა აქვთ. გაიგე ქალბატონო სალომე ფაშიზმი გასამართლებული და აკრძალულია ყველა ქვეყანაში დაწყებული მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან დამთავრებული ავღანეთით, სუდანით, სომალით… ნუ აიგივებთ გასამართლებულ ფაშიზმს კომუნიზმთან
რადგან კომუნისტები არავის გაუსამართლებია და ვერც ვერავინ გაასამართლებს. (თქვენ კი მალე გაგასამართლებთ ჩინელი კომუნისტები რომელთა რაოდენობა ას მილიონს აღწევს!!! ?)
რა გამართლებას უძებნით მირზა გელოვანის მკვლელს? იქნებ იმ ქართული ლეგიონის ჯარისკაცმა გაისროლა მისი მიმართულებით და სამუდამოდ დაადუმა საქართველოსთვის მომღერალი ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი….
წაიკითხეთ მირზა გელოვანის ლექსები. მირზა გელოვანი თავს არავის არ დახსმია. ის სამშობლოს იცავდა. კიდევაც ჩანს ეს მის ლექსებში.
მირზა გელოვანის სახით ყველას შინმოუსვლელს ვახარებ 9 მაისის გამარჯვებას! თქვენ საკუთარი მკერდით იხზენით მსოფლიო!
მთაწმინდიდან სმოლენსკამდე
მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი,
უფრო შორი – გზა ბრძოლის და მწუხარების.
გახსოვს ღამე? – გავუძვერით ნაღმებს ორნი
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.
გახსოვს დნეპრი? – მღვრიე, როგორც გათენება.
დნეპრზე მღვრიე – შემოდგომის მღვრიე ქარი,
დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი.
მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს,
ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება,
ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა,
როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება.
გული დარჩა, და როდესაც ხელჩართული
დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება,
მე ვიგრძენი საგულეში შენი გული
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები
ნუ მწერ
თ. მ-ს
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –
გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების
ქართლის მიწავ, უტკბილესო ..
ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს, ცამდე აწვდილს,
შავნაბადას გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს,
დილაობით შენ რომ იცვამ,
დაცემულთა დაქცეულ სისხლს,
დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ,
ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს,
სანამ ნისლებს შემოახვევს,
სააკაძის ხმალის ნატეხს
უკვდავებით ნათილისმარს,
ნარიყალას წარსულ სახეს,
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ!
ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს,
ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს!-
თუ ოდესმე, როგორც ძველად,
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს…
წმინდა ვალის მოსახდელად
უყოყმანოდ შეგეწირო.
მოვკვდე ისე ღიმილმჩენი,
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად,
რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი
დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ.
ჩემო მიწავ! ლაჟვარდებში
ვინც ქარს შეხვდა გამკლავებით,
ვინც გაღეღილ საგულეში
ჩაიბნია ვარსკვლავები,
ვინც შებორკა მტრების ზრახვა
ვინც ქმნის მუდამ იგი მე ვარ
მე ჩემს თბილისს მალე ვნახავ
მე ნაომარ არწივს ვგევარ
შორს სახელი გამივარდა
შორს წასულან ჩემი ხმები
მე ოცი წლის გმირი ვარ და
საუკუნე მიმაქვს მხრებით.
ო, , მაპატიეთ
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და, როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.
ექსპრომტი
მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად,
ირიბად დავალ.ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.
სურათზე 9 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან ჩატარებული საპროტესტო ღონისძიება სადაც ვაპროტესეტებთ ჩვენი მეომრებისთვის დამცინავ და სულში ჩამაფურთხებელ შასაძლო სახეცვლილებას ვაკის პარკში.