ქაბულში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
დაღუპულთაგან უმეტესობა ბავშვია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა შაბათს, 8 მაისს ქაბულში მოხდა. ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ.
ავღანეთის ხელისუფლება მომხდარში თალიბანს ადანაშაულებს, დაჯგუფება კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
წყარო: ptn.ge