რადგან ქართველებს “კარტული სულ დაგვავიწყდა” და ყველამ გავიხსენოთ და გავაზიაროთ! – რუსუდან კოტაშვილი

ასეთ პოსტებს მშვიდად ვერ ავუვლი ხოლმე გვერდს, რადგან ქართველებს “კარტული სულ დაგვავიწყდა” და ყველამ გავიხსენოთ და გავაზიაროთ!
თამარ ქართველი
ძალიან პრანჭვა-გრეხვას თავი დავანებოთ, “ძალიან ქართველებო” და ვილაპარაკოთ შემორჩენილი ქართულით, თორემ რაც დაგვრჩა,ისიც დედას პურივით შემოგვეჭმება და ….ფაააააფუუუ…..

„კრეატიული“ (creative) შემოქმედებითი.
„გლამურული“ (glamorous) მიმზიდველი, მომაჯადოებელი.
„სენსიტიური“ (sensitive) მგრძნობიარე.
„ფრუსტრაცია“ (frustration) გაღიზიანება, თავის მობეზრება, გაბრაზება, უკმაყოფილება.
„ვილანი“ (villain) უარყოფითი გმირი.
„ლეთალური“ (lethal) მომაკვდინებელი.
„იმპლემენტაცია“ (implementation) განხორციელება.
„ტრენდი“ (trend) მიმართულება.
„მემორიალური“ (memorial) სამახსოვრო.
„ესკალაცია“ (escalation) გამწვავება, გაზრდა.
„კორექცია“ (correction) შესწორება.
„ნეგატიური“ (negative) უარყოფითი.
“თიმი“ (team) გუნდი.
“კასტინგი” (casting) მსახიობების შერჩევა.
„რეკრუტირება“ (recruitment) დაქირავება, რიგებში ჩარიცხვა.
„ბენეფიციარი“ (beneficiary) მიმღები, მოსარგებლე.
“ნიუსი“ (news) ახალი ამბები.
„პერფორმანსი“ (performance) წარმოდგენა, ჩვენება.
,,შოუ” (show) სანახაობა.
“კონტრვერსიული” (controversial) სადავო,საკამათო,წინააღმდეგობრივი…
„პოსტი“ – თანამდებობა…
„პოზიტიური“ – დადებითი.
პ.ს-ეს ახლა მეტიჩრობა-მატრაკვეცობაში არ ჩამომართვათ,მე პირადად ჩამოთვლილთაგან ბოლო სიტყვას ხშირად ვიყენებ,სხვებს თითქმის არა,ან ძალიან იშვიათად☺️?❤❤”
დავამატებდი სიტყვას “სექსუალური” (sexual, sexy), რასაც ხშირად იყენებენ მისალმების დროს – “რა სექსუალური ხარ!” ამ დროს ძალიან მარტივია მისი ქართული სიტყვით გამოხატვა – მომხიბვლელი, მიმზიდველი და სხვა, ხოლო სიტყვა “სექსუალური” კი დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ.
ასევე
“ნარატივი” (narrative) – ამბავი, თხრობა, მონათხრობი.
“ქეისი” (case) – საქმე, შემთხვევა, კონკრეტული მაგალითი .
გავიუმჯობესოთ ქართული მეტყველება და ნუ ავყვებით “მეტიჩარა” ადამიანებს, ეს ჩვენ უკეთესს არ გაგვხდის!

რუსუდან კოტაშვილი; სოციალური ქსელი