19 მაისიდან საფრანგეთში ბარები და რესტორნები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მარტის შემდეგ პირველად, საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რიცხვი 5000-ის ქვემოთ ჩამოვიდა.
ქვეყანაში ინდური შტამით ინფიცირების 20 შემთხვევაა გამოვლენილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კოვიდით 5,777,087 ადამიანი დაინფიცირდა.
წყარო: itv.ge