დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიო გადარჩა!
ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი ვეტერანები. იმ ქვეყნად წასულების ხსოვნა იყოს სამარადისოდ.
ყინვაში, ტალახში, ჭაობში მებრძოლი ბებიები და ბაბუები, რომლებიც უთანასწორო ომში ჩაებნენ.
ერთს დავამატებ, რამდენი ქართველიც ომში მოხალისედ წავიდა, იმდენი გახარება სრულიად საქართველოს.
საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, ეს არის ჯერ ჯერობით უკანასკნელი ომი, სადაც ქართველის მეთაურობით და ქართველების საარაკო გმირობის წყალობით, გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე.
P.s ის თაობა ვისაც არც ერთი ომი არ მოუგია ქაუნთერის გარდა, ენები მუცელში ჩაიგდეთ და საერთოდ ხმას ნუ იღებთ ამ გმირებზე. ძეგლებთან, მემორიალებთან და ზოგადად, საკუთარ ისტორიასთან მებრძოლ ხალხს, მომავალი არ გააჩნია.
არ გაუმართლა სტალინს ერთ რამეში – ის რომ ინგლისელი ან ამერიკელი ყოფილიყო, ყოველ მეორე ფილმს მასზე გადაიღებდა ჰოლივუდი….